ლედის ალბომის „BORN THIS WAY“ ტირაჟი 5 მილიონია
მომღერლის მეორე სტუდიური ნამუშევარი რელიზიდან 4 თვეში სოლიდური რაოდენობით გაიყიდა.
ალბომის „Born This Way“ მსოფლიო ტირაჟი 5 მილიონი ასლია. ფირფიტა გაყიდვაში მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა. უნდა აღინიშოს, რომ ალბომი ყველაზე გაყიდვადი ნამუშევრების რეიტინგში მეორე ადგილზეა. სალიდერო პოზიციებს არ თმობს ადელი, რომლის ფირფიტის დაუჯერებელი რაოდენობა, 11 მილიონი ასლია გაყიდული.
„Born This Way“ გამოსვილად ორ კვირაში 2 მილიონი ასლი გაიყიდა. ლედის გაყიდული ფირფიტების „The Fame“, „The Fame Monster“ და „Born This Way“ საერთო მაჩვენებელი 16,7 მილიონი ასლია.
ადელი და გაგა წელს მუსიკალური რეკორდების ბრძოლაში არიან ჩართულნი. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ არტისტების წყალობით გასართობ ინდუსტრიას არაფერი ემუქრება.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |