ლედი გაგას ალბომის გაყიდვების ნიშნულმა 7 მილიონს მიაღწია
მომღერლის უკანასკნელი ნამუშევარი წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომია. ლედის მენეჯერმა მომღერლის თაყვანისმცმელებს სასიამოვნო სიახლე აცნობა. აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის მესამე ალბომის „Born This Way“ 7 200 000 ასლია გაყიდული.
შეგახსენებთ, რომ ფირფიტამ „Born This Way“ გაყიდვიდან პირველივე კვირაში ფენომენალური წარმატება მოიპოვა - 2 მლნ. ეგზემპლარი გაიყიდა.
მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, გაყიდული დისკების მაჩვენებლით (10 მლნ. ასლი) ლიდერობს ადელის ფირფიტა „21“.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება |