საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
ნინო ჩხეიძე ახალი ვიდეოს პრეზენტაციას გეგმავს

ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი ნინო ჩხეიძე ოქტომბრის დასაწყისში ახალ ვიდეორგოლს შემოგვთავაზებს. ამბობს, რომ სტილის შეცვლას არ აპირებს და ცდილობს მისი რეპერტუარი მრავალფეროვანი გამოვიდეს. სწორედ ამის დასტურია ახალი კომპოზიციაც, რომელიც ტანგოს სტილშია გადაწყვეტილი. მან სიმღერა დუეტში კაბუსთან ერთად ჩაწერა, სადაც კაბუ რეჩიტატივს კითხულობს. ტანგოს და რეპის სინთეზის იდეა მომღერალს ეკუთვნის.

სიმღერაზე გადაღებული კლიპი ლამაზი სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც კაბუ ნინოს შეყვარებულია, თუმცა წყვილი გამუდმებით ერთმანეთის ძიებაშია და ერთად ყოფნას ვერ ახერხებს..... სწორედ ამ ვიდეოსთვის ისწავლა მომღერალმა ულამაზესი ტანგოს შესრულება და ახალი იმიჯიც მოირგო.

ვიდეონამუშევარი უკვე მზად არის და მისი პრეზენტაცია ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. ვიდეოს რეჟისორია ზურაბ მენთეშაშვილი. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს. ვიდეორგოლში პარტნიორობას ნინოს ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი უწევს, რომელიც ამავდროულად მას ტანგოს შესრულებას ასწავლის. სიმღერა ჯერ-ჯერობით უსახელოა, რადგან ნინოს უჭირს კომპოზიციის ჩარჩოებში მოქცევა და სახელის დარქმევა.  ფირფიტაში ახალი დუეტის გარდა, ბევრი ახალი სიმღერა იქნება შესული.

შეგახსენებთ, რომ ნინო ჩხეიძის დისკოგრაფიაში 7 ალბომი და 120 სიმღერაა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომის გარდა მომღერალი ფრანგული სიმღერების ახალ პროექტზეც მუშაობს. პროექტის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება

სიახლეები
შემსრულებელი