საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
ბათუმში დაგეგმილ MTV Live-ში ენრიკე იგლესიასი მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, საქართველოს მთავრობისა და Viacom International Media Networks (VIMN) თანამშრომლობის შედეგად, პირველად საქართველოში, გაიმართება MTV Live , რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი მიიღებს მონაწილეობას.

MTV Live Georgia-ს წარმომადგენლობის ცნობით, საქართველოში თავისი პირველი მოგზაურობის დროს იგლესიასი ქართველი ახალგაზრდა მუსიკის ფანების გულების დაპყრობას შეეცდება. მათი ინფორმაციითვე, მრავალგზის დაჯილდოებული კომპოზიტორი და შემსრულებელი თავისი ტურის "ეიფორიის" ("Euphoria") ფარგლებში, რომელიც უკვე ცნობილია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში, მაყურებლის წინაშე ბათუმში, ევროპის მოედანზე წარსდგება.

MTV Live Georgia-ზე მსმენელის წინაშე აგრეთვე წარსდგებიან პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი „ელდრინი“. MTV Live Georgia-ს ყველაზე დასამახსოვრებელ ნაწილს MTV World Stage-ის მეშვეობით 152 ქვეყანაში 600 მლნ-მდე ადამიანი იხილავს. ასევე, წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ ენრიკე იგლესიასი მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც შეძლებს იხილოს საქართველოს უმშვენიერესი სანაპირო და ქართველ მსმენელს აჩუქოს დაუვიწყარი საღამო.

ალექს ოკოსი, VIMN ვიცე-პრეზიდენტი კი მოხარულია მათი და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რაც კიდევ უფრო პოპულარულს გახდის MTV Live-ს და MTV World-ს.

MTV Live Georgia-ზე დასწრება უფასო იქნება და ის საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.

 

„ინტერპრესნიუსი“

სიახლეები
შემსრულებელი