ემინემმა ლედი გაგაზე და და ჯასტინ ბიბერზე სიმღერა დაწერა
ბოლო დროს ემინემი ხშირად იხსენიებს მისი სიმღრების ტექსტებში და პაროდიულ ვიდეოებში პოპ-ვარსკვლავებს. ბრიტნი სპირსი, მაიკლ ჯექსონი, მერაია ქერი, მობი, კრისტინა აგილერა - სარკასტულმა რეპერმა ყველა მათგანს დაუთმო ყურადღება.
ალბომის „Relapse“ წარმატების შემდეგ, ემინემმა გადაწყვიტა პოპულარობის განმტკიცება და მეგობარ რეპერს, Royce da 5' მიმართა. დუეტმა სახელწოდებით „Bad Meets Evil“ მინი-ალბომი ჩაწერა, რომელიც 9 კომპოზიციას მოიცავს. გაყიდვაში ნამუშევარი 14 ივნისს გამოვა. ამ დღებში კი, ინტერნეტში ახალი ვიდეო გამოჩნდა - „A Kiss!“.
ვიდეოში ემინემმა ყურადღება დაუთმო ჯასტინ ბიბერს, ქეით პერის, რომელიც ახალ ალბომზე მუშაობს და განსაკუთრებით ლედი გაგას!
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |