ლედი ყველაზე გავლენიანი ადამიანია
ჟურნალმა „Forbes“ ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ-100 მუსიკის, კინოს, ტელევიზიის, მოდის და სპორტის წარმომადგენლებით შედგა. წლის რეიტინგის მაჩვენებლით 25 წლის მომღერალმა ლედი გაგამ პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წელს ლედი მხოლოდ მეოთხე პოზიციაზე გავიდა.
ჟურნალის ინფორმაციიით, ლედიმ პირველობა უკანასკნელი 12 თვის მანძილზე გამომუშავებული 90 მლნ. დოლარით მოიპოვა. სოციალურ ქსელ Twitter-ში მის გვერდს 10 მლნ ადამიანი კითხულობს, Facebook-ში მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს შორის 32 მლნ. ადამიანია.
Forbes-ის რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, რომელიც 2010 წლის სიის ლიდერი გახლდათ. მესამე ადგილზე ახალგაზრდა კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერია. Forbes-ის რეიტინგში 17 წლის მომღერალი აქამდე არასდროს მოხვედრილა.
სიაში ბიბერს კვალდაკვალ მოყვება ჯგუფი „U2“, მეხუთე ადგილზე ბრიტანელი მომღერალი სერ ელტონ ჯონია, მეექვსე პოზიციას კი - გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი იკავებს. ტაიგერ ვუდსმა გავლენიანი ადამიანების პირველ ათეულში მოხვედრა პირად ცხოვრებაში და სხვადასხვა შეჯიბრში წარუმატებლობის მიუხედავად მოახერხა.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, Bon Jovi, ბრიტანელი ტელეწამყვანი საიმონ კოუელი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი.
Forbes გავლენიანი ადამიანების რეიტინგს 1999 წლის შემდეგ ყოველწლიურად ადგენს.
radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |