საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
მადონას სტუმრობა ბერლინის სასტუმროს ადმინისტრაციას კოშმარად ექცა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი მადონა და მისი ახალი ბოიფრენდი ბრახიმ ზეიბატი ცნობილი ბერლინის სასტუმროსთვის „სოხო“ ღამის კოშმარად იქცნენ... ვარსკვლავმა სასტუმროში ყოფნის დროს, მეზობელ ნომრებში მყოფი ადამიანების გაყვანა და საკუთარ აპარტამენტში ძვირადღირებული რემონტის გაკეთება მოითხოვა.

ეს ცნობილი ფაქტია, რომ სასტუმროში მადონას მიღება მომსახურე პერსონალისთვის და მფლობელთათვის დიდი თავის ტკივილია... არსებობენ უპრეტენზიო ვარსკვლავებიც, თუმცა შოკისმომგვრელი სტუმრები ადმინისტრაციაზე თავის გავლენას ყოველთვის ახდენენ...

ის, რომ პოპის დედოფალი ყველა ნიუანსს დიდ ყურადღებას აქცევს და წვრილმანზეც კი შეუძლია გრანდიოზული სკანდალი მოაწყოს, ყველამ კარგად იცის. ცოტა ხნის წინ ბერლინის სასტუმროს „სოხოს“ თანამშრომელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს 52 წლის ვარსკვლავის კაპრიზი... მადონა მის ახალ ფავორიტთან, ბრიხიმ ზეიბატთან ერთად გერმანულ სასტუმროში დაახლოებით ერთი კვირა გაჩერდა, თუმცა, მისი იქ ყოფნა ყველას კვირაზე დიდხანს დაამახსოვრდება...

სასტუმროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, გამომცემლობას „Closer“ ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამდენად რთულია ცნობილი მომღერლის მასპინძლობა.

მისი განცხადებით, პირველი რაც მადონამ სასტუმროში ჩამოსვლისთანავე მოითხოვა, მის ნომერში კედლების შეღებვა და ნომერში არსებული ყველა ავეჯის გამოცვლა იყო. ეს სიამოვნება კი ადმინისტრაციას 15 000 დოლარი დაუჯდა. უარის თქმა არ შეიძლებოდა, რადგან თუ მომღერალი სკანდალს მოაწყობდა, სასტუმრო „სოხოს“ რეპუტაცია შეერყეოდა...

როგორც ცნობილია, მადონა ჩვეულებრივ წყალს არ სვამს. აი მადონასეული განსაკუთრებული წყალი კი მისთვის და მისი ამალისთვის ყოველდღიურად 50 ბოთლი მოჰქონდათ.

თუმცა ყველაზე მთავარი წინ არის... მან ყველა მეზობელი ნომრის გათავისუფლება მოითხოვა! ეს კი იმით ახსნა, რომ ნერვიულობს, როდესაც მის ირგვლივ უცხო ხალხი ირევა...

სასტუმროს თანამშრომელი ირწმუნება, რომ ადმინისტრაციას წინასწარ რომ სცოდნოდა რა შარში გაეხვეოდა, ვარსკვლავს არ უმასპინძლებდა...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

 

 

მადონას სტუმრობა ბერლინის სასტუმროს ადმინისტრაციას კოშმარად ექცა

პუბლიკაციები
შემსრულებელი