ბრიტნი სპირსი ჟურნალისთვის „V“ გაშიშვლდა
მომღერალი, რომლის ახალი სიმღერა ალბომიდან „Femme Fatale“ Billboard-ის ჩარტებს ლიდერობს, ჟურნალს „V“–ს ინტერვიუს აძლევს. ბრიტნი მის კარიერაზე და მომავლის გეგმებზე მოგვითხრობს. ნახევრადშიშველმა არტისტმა ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
„ვფიქრობ სახელწოდება „Femme Fatale“ საკუთარ თავზე მეტყველებს. ორი წლის მანძილზე ვწერდი ალბომს“ - აცხადებს ბრიტნი. ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო გახლდათ. მომღერალი მის წინ Dolce and Gabbana-ას კოლექციით პოზიორობდა. არტისტმა აღიარა, რომ თუ მისი კარიერა დასრულდება, მთელ დროს ბავშვებთან გაატარებდა... თუმცა, დასძინა, რომ თაყვანისმცემლების გარეშე მოიწყენდა.
უკანასკნელი ფოტოსესია ჟურნალის გლამურული გადაღებებისგან მკვეთრად განსხვავებულია. ინტერვიუში მომღერალი გულწრფელად ჰყვება, რომ თავისუფალ დროს გიჟდება საჭმელების მომზადებაზე! რაც შეეხება ახალ ალბომს, ბრიტნი დარწმუნებულია, ის მუსიკალურ ოლიმპზე კვლავ აიყვანს!



radio.ge
(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება) |