საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
ისინი ერთად აღარასდროს დაუკრავენ...

2009 წლის 8 ოქტომბერი მელომანებისთვის ნამდვილ გლოვად გადაიქცა – ლიამ გალახერმა მსოფლიოს, ერთ–ერთი თანამედროვე ჯგუფის „Oasis“–ის დაშლის შესახებ ამცნო... მუსიკოსმა დიდი ნოსტალგიით აღწერა კოლექტივის შემოქმედებითი ცხოვრება და დაუფარავი სინანულით მოახდინა ჯგუფის სიკვდილის კონსტანტირება... 

მე მივდივარ...

ფაქტიურად ჯგუფის ისტორიას წერტილი რამდენიმე თვის წინ, 28 აგვისტოს დაესვა. მიზეზი – გალახერების ოჯახური სკანდალი გახლდათ...პარიზში შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კოლექტივის ლიდერს, ნოელ გალახერს სერიოზული კამათი ჰქონდა თავის ძმასთან – „Oasis“–ის ფრონტმენთან, ლიამთან.

კამათის მიზეზი დღემდე უცნობია – ან რაღა აზრი აქვს მის დაზუსტებას. თუმცა, ამბობენ, რომ ნოელი იმდენად გამოსულა წყობიდან, ძმისთვის გიტარა გამოუტაცია ხელიდან და დაუმსხვრევია. კონცერტი რა თქმა უნდა გადაიდო.

იმავე საღამოს, ჯგუფის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ნოელის მოკლე განცხადება გამოჩნდა, სადაც თაყვანისმცემლებს ატყობინებდა, რომ არც ერთი წუთი აღარ შეუძლია ჯგუფში დარჩენა და ამის პირდაპირ მიზეზად თავის ძმას – ლიამს ასახელებდა. „ხალხმა რაც უნდა ის იფიქროს და თქვას ამის შესახებ, მაგრამ მე ლიამთან მუშაობა აღარ შემიძლია“ – წერდა ის და ბოდოში მოუხადა ყველას, ვინც პარიზის შოუს ბილეთები შეიძინა.

მეორე დღეს კი, იმავე გვერდზე ნოელის ახალი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო რომ, მის ოჯახს მუდმივად აშინებდნენ... ლიამის სახელი არც კი ხსენებულა. 

სიჩუმე

ამის შემდეგ, ისინი თითქოს გაქრნენ... ფორმალურად არსად წასულან, მაგრამ ჯგუფის ვერც ერთი წევრი ვერ ბედავდა კომენტარის გაკეთებას. ამან ყველაფერს კი, უამრავი ჭორის გავრცელებას შეუწყო ხელი...

ბევრი თვლიდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა, ისე როგორც ადრე (ძმები ხშირად ჩხუბობდნენ). ყველაფერი ძველებურად დარჩებოდა – ლიამი მიკროფონთან, ნოელი კი გიტარით ხელში კვლავ წარსდგებოდნენ პუბლიკის წინაშე. მსგავსი არაფერი მომხდარა.

ჯგუფი „Oasis“ მანჩესტერში, 1991 წელს ძმებმა გალახერებმა ჩამოაყალიბეს. არსებობის მანძილზე კოლექტივმა შვიდი ფირფიტა ჩაწერა – თითოეული მათგანი ბრიტანული ჩარტების ლიდერი გახდა. ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ნამუშევრის „Dig Out Your Soul“ რელიზი 2008 წლის 6 ოქტომბერს შედგა.

28 სექტემბერს ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, ბასისტი ენდი ბელი პუბლიკის წინაშე წარსდგა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რა ხდებოდა ჯგუფში, ან ხდებოდა თუ არა საერთოდ რამე. მისი სიჩუმე ბევრ რამეზე მიანიშნებდა თაყვანისმცემლებს – საქმე ცუდად იყო.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი 2010 წელს გინესის რეკორდების წიგნში ბრიტანულ ჰიტ–აღლუმის პირველ ათეულში ყველაზე დიდხანს ყოფნის გამო მოხვდებოდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ „Oasis“ „Video Music Awards“–ზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში 13 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ოთხ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

ჯგუფის მომავალი კი კვლავ ბურუსით იყო მოცული...

ყველაფერს ვიტყვი...

8 ოქტომბერს, გამომცემლობამ „The Times“ ლიამ გალახერის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფის „Oasis“ გარდაცვალებას ატყობინებდა თაყვანისმცემლებს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯგუფის ფრონტმენმა უფროს ძმას არამარტო ჭკუიდან შეშლილი ეგოისტი უწოდა, არამედ საერთოდ გამორიცხა შერიგების შესაძლებლობა.

ციტატები ინტერვიუდან თითქმის ყველა მუსიკალურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა. „ჯგუფი „Oasis“ აღარ არსებობს. ვფიქრობ ეს ყველამ კარგად ვიცით. ძალიან მომწონდა კოლექტივთან მუშაობა, არც დავღლილვარ და ჩემი საქმეც მხოლოდ სიხარულს მანიჭებდა“

„ვერაფერს გააწყობ – მუდმივად არაფერი გრძელდება. სამწუხაროა, მაგრამ ასეა ცხოვრება მოწყობილი. Oasis... ჩვენ ის გავანადგურეთ, გავაქრეთ... ჩვენ ეს თავად გავაკეთეთ. ყველაფერი ძალიან კარგად იყო“ – განაცხადა 37 წლის მომღერალმა, რომელიც არ არის მზად ჯგუფის დაშლის შესახებ სიმართლე თქვას...

„ამჟამად ვფიქრობ, თუ რას გავაკეთებ მომავალში და როგორ გავაგრძელებ მუსიკალურ კარიერას. ეს ის არის, რაც ამწუთას მასულმდგმულებს“ – გაგვიმხილა ფიქრები ლიამმა.

მას ნამდვილად აქვს შესაძლებლობა გადაერთოს სხვა რამეზე – რამდენიმე თვის წინ ლიამმა საკუთარი დიზაინერულლი ლეიბლი „Pretty Green“ აამუშავა. მის გეგმებში ტანსაცმლის შექმნა შედიოდა, რომლის „ჩაცმაზეც თავადაც არ იტყოდა უარს“.

„იმასაც რასაც დიზაინერები გვთავაზობენ, ჩაცმა არ შეიძლება. ყველას ისეთი ტანისამოსი უნდა ჰქონდეს, როგორიც მე მაქვს“ – ასე განმარტა სახლის გახსნა ლიამმა. „Pretty Green“–ის შემოდგომა –ზამთრის 2009 წლის კოლექცია, რომლიც შავ–თეთრ გამაშია გადაწყვეტილი, მალე გამოვა გაყიდვაში.

თუ რას საქმიანობენ დაშლილი ჯგუფის უმუშევრად დარჩენილი მუსიკოსები ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნოელი ბრიტანულ ჯგუფთან „Kasabian“ გაერთიანებას და მათთან ერთად დიდ ბრიტანეთში მინი–ტურნეზე გამგზავრებას გეგმავს, რომელიც 10 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

რაც შეეხება რიტმ–გიტარისტ – ჯემ არჩერს, ბასისტს – ენდი ბელს და კრის შეროკს, მათთან ალბათ არც არაფერი სიახლე არ არის. ადამიანები, რომლებიც ძმები გალახერების „გამოხტომებს“ ამდენი წლები ითმენდნენ, ჯგუფის დაშლასაც აიტანენ…  
 
„Oasis“–ის დისკოგრაფია“

Definitely Maybe“ – 1994
„(What's the Story) Morning Glory?“ – 1995
Be Here Now“ – 1997
Standing on the Shoulder of Giants“ – 2000
Heathen Chemistry" – 2002
Don't Believe the Truth“ – 2005
„Dig Out Your Soul“ – 2008

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი