საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
„Oasis“-მა არსებობა შეწყვიტა…

Oasis“-ის ვოკალისტმა ლიამ გალახერმა ბრიტანულ გამოცემასთან „The Times“ აღიარა, რომ კოლექტივი სცენას აღარ დაუბრუნდება. ინტერვიუმდე ჯგუფის მომავალი უცნობი იყო. მომღერლის სიტყვებით, კოლექტივმა არსებობა მისი ძმის, ნოელ გალახერის ჯგუფიდან წასვლისთანავე შეწყვიტა. 

„ჯგუფი „Oasis“ აღარ არსებობს. ვფიქრობ ეს ყველას კარგად გვესმის. რასაც ჩვენ ვაკეთებდით, არაჩვეულებრივი იყო. მომწონდა გასტროლზე გამოსვლა. არაფერი გრძელდება დიდხანს“ - განაცხადა კოლექტივის ვოკალისტმა. 

ჯგუფის დაშლის ფორმალურ თარიღად 2009 წლის 28 აგვისტო ითვლება, მაშინ როდესაც კოლექტივი გიტარისტმა და უმეტესი სიმღერების ავტორმა - ნოელ გალახერმა დატოვა. ეს გადაწყვეტილება კი ნოელმა, ძმასთან კონფლიქტის გამო მიიღო. 

მიუხედავად ამისა, ჯგუფს პუბლიკის წინაშე დაშლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. კოლექტივის წევრებს შორის დუმილი ბასისტმა, ენდი ბელმა დაარღვია. იგი 28 სექტემბერს ლეიბლის „Heavenly Records“ დაარსებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე დიჯეის რანგში იღებდა მონაწილეობას. მან კომენტარი გააკეთა, თუმცა არ დაკონკრეტებულა, თუ რა ხდებოდა ჯგუფში. 

მათი კოლეგების უმრავლესობა, ირწმუნებოდა, რომ ძმები შერიგდებოდნენ და კვლავ შედგებოდა მათი ერთობა. „The Times“-თან საუბრისას მუსიკოსს არც ერთხელ დაუშვია იმის ალბათობა, რომ ჯგუფი კვლავ იარსებებდა. 

ჯგუფი „Oasis“ 1991 წელს ძმებმა გალახერებმა დააარსეს. კოლექტივმა არსებობის მანძილზე 7 ფირფიტა ჩაწერა, რომელთა სრული უმრავლესობა ეროვნული ჩარტების ლიდერი იყო. ჯგუფის უკანასკნელი ალბომი „Dig Out Your Soul“ 2008 წელს გამოვიდა.

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

სიახლეები
შემსრულებელი