საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
უკრაინელი ბიჭის დედამ ელტონ ჯონს ბავშვის გაშვილებაზე უარი განუცხადა

შიდსით დაავადებული ბიჭის ლევის (რომელიც ქალაქ მაკეევის ბავშვთა სახლში იმყოფება) 25 წლის უკრაინელმა დედამ მარინამ ბრიტანულ გაზეთთან „The Sun“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „არანაირი თანხის სანაცვლოდ“ შვილის ელტონ ჯონისთვის მიშვილებას არ აპირებს. 

მარინა ალკოჰოლიზმის მსხვერპლია, რომელის ორი შვილიც დედობის უფლების არ ქონის გამო ბავშვთა სახლში იზრდებიან. ჟურნალისთვის „The Sun“ მიცემულ ინტერვიუში ბავშვის დედა აღნიშნავს, რომ ცხოვრების შეცვლას და შვილების დაბრუნებას აპირებს. იქვე კი ამატებს, რომ ესმის ელტონ ჯონის გრძნობის, რადგან ლევის არ შეყვარება შეუძლებელია.  

ელტონ ჯონის გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ შიდსით დაინფიცირებული ბავშვის შვილად აყვანას გეგმავდა, საზოგადოებამ 12 სექტემბერს შეიტყო. მუსიკოსის სიტყვებით, 14 წლის ლევის შვილად აყვანის სურვილი მას, დონეცკის მხარეში მდებარე, ქალაქ მაკეევის ბავშვთა სახლის მონახულების დროს გაუჩნდა. ვიზიტი ერთობლივი კომპანიის „Дети плюс“ ჩარჩოებში ჩატარდა. მისი ორგანიზატორები იყვნენ: ელტონ ჯონის ფონდი „The Elton John AIDS Foundation“ - „EJAF“, ელენა ფრანჩუკის (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის - ლეონიდ კუჩმას ქალიშვილი) შიდსის საწინააღმდეგო ფონდი და ბრიტანული საქველმოქმეო ფონდი „The Big Lottery Fund“. 

მოგვიანებით, კი უკრაინის ოჯახის, ახალგაზრდობის და სპორტის მისნისტრმა, იური პავლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის კანონმდებლობა ელტონ ჯონს დონეცკის მხარეში შვილის აყავანის უფლებას არ აძლევს. მიზეზი კი მისი დაუქორწინებლობაა. დევიდ ფერნიშთან კავშირი უკრაინაში ქორწინებად ვერ ჩაითვლება. გარდა ამისა, ბავშვსა და მშობელს შორის (შვილად აყვანის შემთხვევაში) ასაკობრივი სხვაობა 45 წელს არ უნდა ცილდებოდეს. მომღერლის შემთხვევაში კი, 60 წელს აღწევს.

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

სიახლეები
შემსრულებელი