საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
დიდება - ჩემი ღამის კოშმარია!

...ოჯახის შესახებ

ოჯახი არასოდეს მედგა გვერდით. მამას საერთოდ არ ვიცნობდი და მისი ფოტოც კი არასოდეს მინახავს. 

მუდმივად გადავდიოდით ერთი ადგილიდან მეორეზე, რადგან დედას მუდმივი სამსახური არასოდეს ჰქონდა. მუდმივად გვაგდებდნენ სახლებიდან. ერთ ადგილზე მაქსიმუმ ექვსი თვე თუ გვიცხოვრია.წლის განმავლობაში ექვსი სკოლაც გამომიცვლია. ვცხოვრობდით სოციალური დახმარებებით...

საკუთარ თავზე...

დეტროიდიდან ვარ. იქ ხალხი ძალიან უხეშია. 

ჩემი პირველი ბავშვობის მოგონება? ხუთი წლის ვიყავი, როდესაც პირველად გოგონასთან სასიყვარულო ურთიერთობის დამყარება ვცადე. ის თხუთმეტი წლის იყო. (მაშინ დედა სახლში არ იყო).

საცოდავი თეთრი არსება ვიყავი, გლამურისა და ბრწყინვალების გარეშე. თუმცა, არაფრის მცხვენია. 

იყო დრო, როდესაც მეგობრები ჩემთვის ფეხსაცმელს ყიდულობდნენ. არსებითად, ერთი ცენტიც კი არ მქონდა... ეს ცუდი მოგონებაა...

ყოველთვის მაგარი არ ვარ. ხშირად სასაცილო მდგომარეობაშიც აღმოვჩენილვარ. მგონია, რომ ყველა ადამიანი ასეა.

არ მინდა ჩემი კანის ფერზე ვიფიქრო. 

არის ხოლმე წუთები, როდესაც ისეთ რამეს ვამბობ, ხალხი შოკში ვარდება. არ ვცდილობ, რომ ახალი თუფაქი გავხდე. იმის გამო, რომ ვცოცხლობ, მაქსიმუმის მიღება მსურს. 

ვიდრე ცნობილი გავხდებოდი, ჩემი ცხოვრება შენელებული კადრები იყო, რომელიც მდორედ მიედინებოდა. 

ყოველთვის მსურდა დიდება, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის ღამის კოშმარს გავს და არა ზღაპარს.

შემიძლია ვისაუბრო ადამიანების მკვლელობებზე, თუმცა, ეს არ ნიშნავსმ რომ მკვლელი ვარ. 


რეპზე...


იყო დრო, როდესაც ვიღაც არამზადა მუდმივად მესროდა სცენაზე ფორთოხლებს და სხვა ხილს. ისეთი ხელი ჰქონდა, თითქოს

კალათბურთის უმაღლესი ლიგის მოთამაშე იყო. მტკიოდა...

ვისაც იუმორის გრძნობა აქვს, დაიდებს ჩემს ალბომს და თავიდან ბოლომდე ყველაფერზე იცინებს. 

სინამდვილეში სულაც არ მიყვარს რეპი. უბრალოდ ვცდილობ დავიწყო პორნო-კარიერა. 

იმისათვის, რომ მუსიკის წერა განვაგრძო ცხოვრებისეული დრამა მჭირდება... ხანდახან მეჩვენება, რომ რეპს რასიზმის შეჩერება შუძლია...  

... ცხოვრება

არ მიიღოთ ნარკოტიკი, არ გქონდეთ დაუცველი სექსი, არ იყოთ სასტიკები - ეს ყველაფერი მე დამიტოვეთ!

არასოდეს შეურიოთ ექსტაზი, ლუდი, რომი, მარიხუანა და ვალიუმი. უძილობა შეგაწუხებთ!

სიმართლეა, რომ არავინ იცის რა მოხდება ხვალ. ცხოვრება - ამერიკული მთებია, სადაც არაფერია გარანტირებული. 

მძიმე დროა... და მერწმუნეთ, უფრო მძიმე იქნება ცხოვრება.

დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლები მაქვს მიღებული... მეგონა მოვკვდებოდი. გესმით ჩემი?!

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი