საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
სიახლეები
ამერიკაში „Ramones“-ზე ფილმს იღებენ

Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ამერიკაში ჯგუფის „Ramones“ ცხოვრებაზე ფილმის გადაღებას გეგმავენ. სიუჟეტს საფუძვლად მიკი ლეიას მემუარები დაედება. მიკი კოლექტივის ვოკალისტის ჯოუი რამონას (ნამდვილი სახელია - ჯეფრი როს ჰაიმანი) ძმაა.

სავარაუდოდ წიგნი „I Slept With Joey Ramone“ (მე ვიწექი ჯოუი რამონასთან) გაყიდვაში 2009 წლის დეკემბერში გამოვა. ინტერნეტ-გამომცემლობის მონაცემებით, ნაწარმოების ეკრანიზაციის შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სავარაუდოდ, ფილმის გადაღებებს სტუდია „Fox Searchlight“ უზრუნველყოფს. 

პროექტის დეტალები ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია. არ არის ცნობილი თუ ვინ ითამაშებს მთავარ როლებს და და რა დროისთვის შედგება ფილმის პრემიერა.  

ჯგუფი მუსიკალური კარიერის პიკზე იყო, როდესაც მათი მონაწილეობით ეკრანებზე კომედია „Rock ’n’ Roll High School“ გამოვიდა. ეს იყო 1979 წელი. პრემიერის შემდეგ პროდიუსერმა ფილ სპექტორმა „Ramones“–ს თანამშრომლობა შესთავაზა. მისი ხელმძღვანებით ჯგუფმა მეხუთე სტუდიური ალბომი „End of the Century“ ჩაწერა. 

ჯგუფი „Ramones“ 1996 წელს დაიშალა. კოლექტივმა 14 ფირფიტა ჩაწერა, რომლის უმრავლესობაც კლასიკურ პანკ-როკს მიეკუთვნება.

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

სიახლეები
შემსრულებელი