საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
კარიერა ჯონ ლენონის ქავერით დაიწყო...

ჯერ მხოლოდ 29 წლის არის და ამბიციითა და ნიჭით უკვე ბევრს მიაღწია. ჟურნალი „Forbes“ მას პლანეტის ყველაზე სექსუალურ გოგონად; „Billboard“ კი, „2009 წლის ქალბატონად“ აღიარებს.

ცნობილი და არც თუ ისე ცნობილი ფაქტების გახსნება ბიონსე ნოულზის ხასიათის ამოცნობაში დაგვეხმარება...

ლამაზი, მორიდებული გოგონა...

მომღერალი არაჩვეულებრივი და ეგზოტიკური მემკვიდრეობის მფლობელია, რომელიც მას დედისგან, თინა ნოულზისგან ერგო. 
სკოლის წლები მშვიდად გაატარა, ბევრმა თანაკლასელმა არც კი იცოდა რომ მისი დედა სილამაზის სალონის მფლობელი იყო.

ბევრი მას დიდი ყურების გამო დასცინოდა... „ყურები თავზე დიდი მქონდა და ეს ყოველთვის მტანჯავდა“ - იხსენებს მომღერალი ჟურნალთან „People“ მიცემულ ინტერვიუში.

მუდმივად ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო და თავის თავში იკეტებოდა. იმისათვის, რომ „წელი გაემართა“ მშობლებმა შვიდი წლის ბი (ასე ეძახდნენ ბავშვობაში) ცეკვის წრეზე შეიყვანეს...

კარიერა ჯონ ლენონის ქავერით დაიწყო...

ერთხელაც, ცეკვის მასწავლებელმა მის დარლეტმა სრულიად შემთხვევით მოისიმინა მისი სიმღერა და... მშობლები დაარწმუნა, რომ ნიჭიერთა კონკურსზე გაეყვანათ.

კონკურსზე ჯონ ლენონის სიმღერით „Imagine“ გავიდა... პუბლიკა და მშობლები აღფრთოვანებულები იყვნენ - არავინ ელოდა ასეთ შედეგს.  

პოპულარობა მოულოდნელად არ მოსულა...

როდესაც სახლში სტუმრები იკრიბებოდნენ, პატარა ბის ყველა სიმღერას სთხოვდა. გოგონამაც იცოდა „მისი ფასი“ და თითოეული სახლში გამართული კონცერტისთვის ყველას 5 დოლარს ართმევდა.

მოგვიანებით, 10 წლის ასაკში, 1990 წელს ბიძაშვილთან და მეგობართან ერთად ტრიო „Destiny’s Child“ შექმნა...

რეპეტიციებისთვის უცველელი ადგილი ქალბატონი თინას სალონი გახდა. პირველი სერიოზული კრიტიკის მოსმენა მხოლოდ 12 წლის ასკაკში მოუხდა...

ბიონსე და „მეორე მე“

ბიონსეს ალბომი „I Am… Sasha Fierce“ 2008 წლის ნოემბერში გამოვიდა და ორი ფირფიტისგან შედგებოდა. ეს იმიტომ, რომ რელიზს ორი შემსრულებელი ასრულებდა, ორი სრულფასოვანი პიროვნება სხვადასხვა ხასიათით - ბიონსე ნოულზი და საშა ფირსი.

„საშა ფირსი - ჩემზე მხიარული, აგრესიული და გლამურულია... ისეთი როგორიც მე სცენაზე ვარ“ - განმარტავს მომღერალი. ფირფიტა ექვსი სინგლისგან შედგებოდა; სამ-სამი კომპოზიცია ბიონსესთვის და მისი ალტერ-ეგოსთვის... 

რა უყვარს და რა არა...

კოსმეტიკიდან მისი საყვარელი ატრიბუტი წამწამების ტუშია. საყვარელი მსახიობი - ტომ ჰენკსი. სიგიჟემდე უყვარს თხილიანი ნაყინი და „Popeyes“-ის ფირმის ნოყიერი ქათმის ჩხირები...

ძლიერი ალერგია აწუხებს და ამიტომ, სუნამოს საერთოდ არ ხმარობს! ამას სულაც არ შეუშლია ხელი ისეთ ბრენდთან ერთად, როგორიც Tommy Hilfiger-ია სურნელი „True Star“ და „True Star Gold“ შეექმნა. 

ის მსახიობია...

ერთხელ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოცნებობს Grammy, Emmy და Oscar-ის ჯილდოების პირველი აფროამერიკელი მფლობელი გახდეს. მისი მუსიკალური კარიერა არაჩვეულებრივი სისწრაფით ვითარდება, სამსახიობო, კი ნელ-ნელა, ტაატით მიჰყვება ნაპირს...

მისი დებიუტი 2001 წელს ტელეპროექტში „კარმენი: ჰიპ-ჰოპ ოპერა“ კარმენის როლით შედგა, რასაც კომედიებში „Austin Powers in Goldmember», « The Fighting Temptations», « The Pink Panther» და სერიოზული როლი მუზიკლში „Dreamgirls“ და თრილერში „Obsessed“ მოჰყვა... 

ქველმოქმედება მისი მოწოდებაა...

2005 წელს ბიონსე ნოულზიმ და კოლეგამ ჯგუფიდან „Destiny’s Child“ კელი როლანდმა ქარიშხალი კატრინასგან დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ფონდი „Survivor Foundation“ დააარსეს. მომღერალმა ქარიშხალ აიკისგან დაზარალებულებს 100 000 დოლარი გადაურიცხა...

2008 წელს, კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციისთვის სიმღერა „Just Stand Up!“ ჩაწერა... იგი ბავშვთა თავშესაფრების და ბავშვთა საავადმყოფოების ხშირი სტუმარია. 

აღმერთებს თაყვანისმცემლებს...

კონცერტებზე შეძახილის რაოდენობით „მე შენ მიყვარხარ!“ - რეკორდსმენია... მისი მეუღლე Jay-Z ამაზე არ ეჭვიანობს... მისი სიყვარული მხოლოდ სიტყვებში არ გამოიხატება...

როდესაც სენტ ლუისში გამართული კონცერტის დროს რამდენიმე თაყვანისმცემელი დაშავდა, მომღერალმა საავადმყოფოში ისინი თავად მოინახულა...

რეიტინგების დედოფალია...

და ბოლოს... მისი ფირფიტები გამოსვლისთანავე იპყრობს ჩარტებს... ბიონსე ლიდერია...

 

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი