საიტის დამზადება Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto

ქართულად რეკლამა საიტზე
 
შემსრულებელი ალბომი კომპოზიცია ვიდეო
 
   
ავტორიზაცია
დამახსოვრება
რეგისტრაცია
დაგავიწყდათ პაროლი?

შემსრულებელთა ძიება ალფავიტით
 
ალბომის ძიება წლის მიხედვით
Beth Hart
 
მუსიკა ჟანრის მიხედვით
Classical მოუსმინე
Billboard Top მოუსმინე
Hits მოუსმინე
Reggae მოუსმინე
Dance მოუსმინე
Chillout მოუსმინე
90s მოუსმინე
80s მოუსმინე
70s მოუსმინე
New Songs მოუსმინე
Soul მოუსმინე
Metal მოუსმინე
Jazz მოუსმინე
Electronic მოუსმინე
Rap / Hip-Hop მოუსმინე
Rock მოუსმინე
Pop მოუსმინე
R n B მოუსმინე
პუბლიკაციები
რიტმისა და ბლუზის პირველი ლედის ერიკა ბადუს ალბომის რეცენზია

ვიდრე მავანი, გაზაფხულის ავიტამინოზით, უძილო ღამეებით, უმიზეზო (ან თუნდაც მიზეზით) დეპრესიით იტანჯებოდა, ერიკა ბადუმ ულამაზესი ალბომი ჩაწერა...

New Amerykah Part Two (Return Of The Ankh)“ კარდინალურად განსხვავდება მისი წინამორბედისგან კოდური სიტყვით - „4th World War“, აქ მომღერალი უკვე ძალიან პირადს და შინაგანს შეეხო...

რიტმის და ბლუზის პირველმა ქალბატონმა უკვე გვიამბო წარსული ნაწილის ამბები... ახლა ის მეტად მოშვებული, მშვიდი და ლირიულია... ალბომი - აღსარებაა, აზრთა თანწყობილი ულამაზესი ლაბირინთი...

ფირფიტა სიყვარულზეა (თერთმეტიდან სამი თრექის სახელწოდება შეიცავს სიტყვას - „სიყვარული“). აბა სხვა რაზე უნდა წერო გაზაფხულზე?..

მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ეს ნამუშევარი სულაც არ არის ციფრული, თუმცა, მათი ატმოსფერო და განწყობა მაინც დაკავშირებულია ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსმენთ, ფირფიტის „New Amerykah. 4th World War“ მეორე ნაწილს. ისინი ერთმანეთს ავსებენ, როგორც ინი და იანი...

მისი მოსმენა გინდება საღამოობით, გააღებ ფანჯარას და გრძნობ თაფლის, ყვავილების, აკაციის, აყვავებული ნუშის და ატმების სურნელს... ეს მუსიკა ბადებს უცნაურ სურათებს, რომლებიც ძალიან წააგავს ფირფიტის გარეკანს...

ბევრი სხვა ერიკას - ძლიერს და „ხმამაღალს“ შეეჩვია და მისმა წარმატებულმა ექსპერიმენტმა ახალ ალბომთან დაკავშირებით, სასიამოვნოდ გააოცა ყველა... მათ შორის ის უძილო, დეპრესირებული ადამიანებიც...

მისი ახალი ვიდეო „Window seat“ ალბომისამებრ, ახალ სასაუბრო თემად იქცა...

ეს მომღერლის ყველაზე „ჩუმი“ ნამუშევარია, მან ყველაზე უკეთ იცის - თუ გინდა რომ მოგისმინონ, უნდა ისუბრო ჩუმად... ნამუშევარს განუმეორებელს ხდის, ის ფაქტი, რომ ალბომი „საკუთარი თავისთვისაა“ გაკეთებული... როდესაც სასიყვარულო აღსარება ერთმანეთს მიჰყვება და ინტიმურობის დონე უფრო და უფრო მაღლდება, მსმენელი თავისდაუნებურად განიცდის და თავს უკვე მესამე გრძნობს...

იგი უკვე ნახევრად-ქალღმერთია, მის მიმართ იყენებენ ეპითეტებს „დედოფალი“ და „პირველი ლედი“... იგი ცეზარის მეუღლესავითაა - რომელიც ნებისმიერ ჩვენს ემოციას აღემატება....

ახალი ფირფიტა „New Amerykah Part Two (Return Of The Ankh)“, ვფიქრობთ ყველაზე სკეპტიკოსი კრიტიკოსის გულსაც მოალბომს და დიდი სიამოვნებით მოუსმენს მას ნებისმიერი მელომანი... რადგან ეს - განუმეორებელი, არაჩვეულებრივი ახალი ფირფიტასავით გულში ჩამწვდომი ერიკა ბადუა...

 

radio.ge

(საიტის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე იკრძალება www.radio.ge-ზე არსებული მასალის გამოყენება)

პუბლიკაციები
შემსრულებელი