ამერიკელი პოპ-მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და მსახიობი - ბრიტნი ჯინ სპირსი 1981 წლის 2 დეკემბერს დაიბადა. მან სადებიუტო ალბომითვე „…Baby One More Time“ შეძლო მსოფლიო პოპულარობის მოპოვება. 2000 წლის შემოდგომაზე მომღერალმა მსმენელს მეორე ფირფიტა „Oops!… I Did It Again“ წარუდგინა. ერთი წლის შემდეგ ბრიტნის მორიგი ალბომი „Britney“, 2003 წელს კი - „In The Zone“ გამოვიდა.
ბრიტნის ნამდვილად სწყალობდა ბედი.... სინგლისთვის „Toxic“მომღერალი გრემით დაჯილდოვდა. 2004 წელს ჩაიწერა ჰიტების კრებული „Greatest Hits: My Prerogative“, რომელსაც მალე რემიქსების კრებული „B in the Mix: The Remixes“ მოჰყვა. შემდეგ იყო სამწლიანი პაუზა...
2007 წელს კი ბრიტნი ახალ ალბომზე „Blackout“ იწყებს მუშაობას. მათგან ერთ–ერთი სიმღერა „Piece Of Me“ ნომინაციებში „საუკეთესო პოპ-სიმღერა“, „ქალის საუკეთესო ვიდეო“ და „ვიდეო 2007“ დაჯილდოვდა. ამას მოჰყვა ალბომი „Circus“. მონაცემების თანახმად, მთელ მსოფლიოში, „Zomba Label Group“–ის 87 მილიონი ასლი გაიყიდა. ჟურნალ „Forbes“–ის ვერსიით, ბრიტნის მსოფლიოს მდიდარ ქალბატონებს შორის მე-12 ადგილი უჭირავს.
მუსიკაში მიღწეული წარმატების შემდეგ ბრიტნიმ კინოშიდაც მოსინჯა ძალები. 2002 წელს ფილმში „გზაჯვარედინი“ მან მთავარი როლი ითამაშა. 2008 წელს, ეკრანებზე მომღერლის ბიოგრაფიულ-დოკუმენტური ფილმი „Britney: For The Record“ გამოვიდა.
მისი პირადი ცხოვრება პრესაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. 2004 წლის 3 იანვარს ბავშვობის მეგობარს, ჯეისონ ალექსანდრაზე დაქორწინდა. 5 იანვარს კი, ლას–ვეგასში ქორწინება განქორწინებით დაგვირგვინდა. იმავე წლის 18 სექტემბერს ის კევინ ფედერლაინს გაჰყვა ცოლად. 2005 წლის 15 სექტემბერს, ვაჟიშვილი - შონ პრესტონ სპირს ფედერლაინი, 2006 წლის 12 სექტემბერს კი, მეორე ვაჟი - ჯეიდენ ჯეიმსი შეეძინა. ნოემბერში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2007 წლის 1 ოქტომბერს, ბავშვების მეურვეობა სასამართლომ კევინ ფედერლაინს დააკისრა.
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.britneyspears.com
დისკოგრაფია:
- „...Baby One More Time“ – 1999
- „Oops!… I Did It Again“ – 2000
- „Britney“ – 2001
- „In The Zone“ – 2003
- „B in the Mix: The Remixes“ – 2005
- „E My Prerogative“ – 2007
- „In the Zone/Britney“ – 2007
- „Circus“ – 2008
|