Kelly Rowland - ჯგუფის „Destiny's Child“ ერთ-ერთი ვოკალისტია. როდესაც მან სოლო-კარიერა დაგეგმა, გოგონებმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მათი სოლო-შემოქმედების დაწყება სულაც არ არის კოლექტივის დაშლის წინაპირობა. ჯგუფის „Destiny's Child“ მუშაობის პარალელურად კელი სოლო-პროექტებს აკეთებს. ტრიოს პოპულარობას კელის სოლო-შემოქმედების არნახული წარმატება მოჰყვა.
„მე მსურს ჩემს შესახებ არ ამბობდნენ, რომ ის ჯგუფის „Destiny's Child'“ ერთ-ერთი წევრია. მსურს დავანახო ადამიანებს, რომ არსებობს კელის სხვა, აბსოლიტურად უცნობი სახე. ნაზი და მგრძნობიარე...“ - აცხადებს მომღერალი.
ალბომი „Simply Deep“, რომელშიც შემავალი თითოეული ტექსტი თავად მისი დაწერილია, არაჩვეულებრივია. იქ ყველაფერზეა საუბარი - ღმერთზე და სიყვარულზეც...
„მსურდა ჩემი ალბომი არ დამსგავსებოდა ჯგუფის შემოქმედებას. დარწმუნებული ვარ, ბევრმა თაყვანისმცმელმა არც კი იცის, რომ როკი მიყვარს. როდესაც სტუდიაში მივედი და ვთქვი, რომ შადეს და როკის ნაზავის შექმნა მსურდა, განცვიფრებული მიყურებდნენ... ასეა თუ ისე, გამოგვივიდა...“
ალბომის ჰიტ-სინგლებია NELLY-თან ერთად შესრულებული რომანტიული ჰიპ-ჰოპ ბალადა „Dilemma“ და ემოციური კომპოზიცია „Stole“.
პერსონალური ვებ-გვერდი: http://www.kellyrowland.com/
დისკოგრაფია:
„Simply Deep“ – 2002
„Here We Go“ – 2006
„Ms. Kelly“ – 2007
„Work“ – 2007
„Here I Am“ – 2011 |